გამარჯვება რუმინელებთან - „ჩიხურამ“ შეკრება დაიწყო
გამარჯვება რუმინელებთან - „ჩიხურამ“ შეკრება დაიწყო

საჩხერის „ჩიხურამ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.

დაბა ბელეკში ვახტანგ თურმანიძის გუნდის მეტოქე რუმინეთის ლიგა 2-ის მერვეადგილოსანი – პიტეშტის „არჯესი“ იყო. მატჩი ზემოიმერელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა. თავი გამოიჩინეს გიორგი კორიფაძემ (პენალტით), თენგიზ წიქარიძემ და ვილი ისიანმა, ერთი გოლიც რუმინელებმა საკუთარ კარში გაიტანეს.

„ჩიხურა“ 4:1 „არჯესი“

„ჩიხურა“: ჰამზიჩი, კორიფაძე (შარვაძე), მაჩაიძე, მამასახლისი (კამლაძე), ჯავაშვილი, გვაზავა, ნონიკაშვილი (ტეფნაძე), წიქარიძე (ფოცხვერია), კიკაბიძე (ისიანი), ლექვთაძე (კაშია), კახაბრიშვილი.

„ჩიხურა“ ბელეკში 25 თებერვლამდე მოემზადება და კიდევ სამ საკონტროლო შეხვედრას გამართავს.