პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ ახსნა სისტემა, რომლის მიხედვითაც სეზონის ბოლოს რეიტინგს შეადგენენ.
2021 წლამდე ჩოგბურთელებს არ ჩამოაკლებენ ქულებს – მოთამაშეებს შეეძლებათ გამოტოვონ ყველა ტურნირი სეზონის რესტარტის შემდეგ, მაგრამ, ამასთან, ყველა ქულა შეუნარჩუნდებათ, რაც ლოკდაუნამდე ჰქონდათ. მოთამაშეებს შეეძლებათ რეიტინგში მაღლა ასვლა, თუ მათი შედეგები ტურნირებზე უკეთესი იქნება, ვიდრე წინა წელს.
სეზონის მიწურულს, რეიტინგს შეადგენენ 2019 წლის მარტიდან 2020 წლის დეკემბრამდე პერიოდში 18 საუკეთესო შედეგის მიხედვით. ერთადერთი გამონაკლისია – შემაჯამებელი ტურნირი, რომლის შარშანდელი ქულები ჩოგბურთელებს 9 ნოემბერს ჩამოაკლდებათ.
როგორც ATP-ის ოფიციალური გვერდი წერს, 2021 წლიდან ქულები ჩვეულებრივი წესით ჩამოაკლდებათ და ეს წესი შეიცვლება კორონავირუსის სიტუაციასთან დამოკიდებულებით.
მამაკაცთა პროფესიული ტური 14 აგვისტოდან ვაშინგტონის ტურნირთ დაბრუნდება, ქალთა ტური – 3 აგვისტოს, პალერმოს ტურნირით.