გაირკვა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პირველი უიღბლო გუნდი
ბუტანი გახდა „ფიფას“ (FIFA) წევრი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაკარგა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი.
აზიის ზონის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ რაუნდში ბუტანმა ორი მატჩის ჯამში წააგო გუამის ნაკრებთან. პირველი შეხვედრა ბუტანს შინ, ანგარიშით 1:0 ჰქონდა მოგებული, განმეორებით მატჩში კი ანგარიშით 0:5 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ბუტანი 186-ე ადგილზეა „ფიფას“ რეიტინგში, გუამი – 193-ე ადგილზე.
ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წელს, ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება.