გაირკვა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე #1TVSPORT

07:09, 31.08.2023

ცნობილი გახდა ჩემპიონთა ლიგის 2023-24 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე.

ტრადიციულად, ამ სტადიაზე 32 გუნდი ითამაშებს. წილისყრამდე ისინი ოთხ კალათაში გაანაწილეს. პირველ კალათაში მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მოქმედი ჩემპიონები, აგრეთვე TOP 6 ჩემპიონატის გამარჯვებულები. დანარჩენ სამ კალათაში გუნდები განაწილდნენ უეფა-ს საკლუბო რეიტინგის მეშვეობით.

I კალათა: ნაპოლი (იტალია), ბარსელონა (ესპანეთი), პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი), ბაიერნი (გერმანია), მანჩესტერ სიტი (ინგლისი), ფეიენოორდი (ნიდერლანდები), სევილია (ესპანეთი), ბენფიკა (პორტუგალია);

II კალათა: რეალი (ესპანეთი), პორტუ (პორტუგალია), დორტმუნდი (გერმანია), ლაიპციგი (გერმანია), ატლეტიკო (ესპანეთი), ინტერი (იტალია), მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი), არსენალი (ინგლისი);

III კალათა: შახტარი (უკრაინა), ზალცბურგი (ავსტრია), მილანი (იტალია), ბრაგა (პორტუგალია), ლაციო (იტალია), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), კოპენჰაგენი (დანია), ეინდჰოვენი (ნიდერლანდები);

IV კალათა: ანტვერპენი (ბელგია), სელტიკი (შოტლანდია), გალათასარაი (თურქეთი), იანგ ბოიზი (შვეიცარია), ლანსი (საფრანგეთი), სოსიედადი (ესპანეთი), უნიონი (გერმანია), ნიუკასლი (ინგლისი).

ჯგუფური ეტაპის წილისყრა 31 აგვისტოს მონაკოში გაიმართება და თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

მსგავსი