პარიზის „მასტერსის“ შედეგების მიხედვით, ცნობილი გახდა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) წლის შემაჯამებელი ჩემპიონატის ყველა მონაწილე.
ლონდონში გასამართი ტურნირის ბოლო საგზური იტალიელმა მატეო ბერეტინიმ მოიპოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფრანგმა გაელ მონფილსმა ვერ შეძლო ნახევარფინალში გასვლა.
ასე რომ, 11-17 ნოემბერს, ლონდონში ითამაშებენ:
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)
რაფაელ ნადალი (ესპანეთი)
როჯერ ფედერერი (შვეიცარია)
დანიილ მედვედევი (რუსეთი)
დომინიკ ტიმი (ავსტრია)
სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი)
ალექსანდრ ზვერევი (გერმანია)
მატეო ბერეტინი (იტალია)
ტურნირის მოქმედი ჩემპიონია ალექსანდრ ზვერევი.