გაიმართა უეფა-ს მწვრთნელთა „განახლების“ კურსი #1TVSPORT
გაიმართა უეფა-ს მწვრთნელთა „განახლების“ კურსი #1TVSPORT

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების „ბ“ ლიცენზიის მფლობელი მწვრთნელებისთვის ე.წ. განახლების (Refresh) კურსი გაიმართა – ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი იყო.

სასწავლო პროგრამა ორ ნაწილად ჩატარდა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, თეორიული კურსი მონაწილეებმა ონლაინ-რეჟიმში გაიარეს, პრაქტიკულ ნაწილს კი „დავით პეტრიაშვილი არენამ“ უმასპინძლა.

სასწავლო პროგრამის მონაწილე მწვრთნელებმა Refresh კურსის ფარგლებში შემდეგი თემები განიხილეს: სავარჯიშო მეთოდოლოგია, რონდოს ფილოსოფია, მეკარის ტექნიკური ასპექტები და შეტევის მომზადება. საბოლოო ჯამში Refresh კურსი 60-მა „ბ“ ლიცენზიის მფლობელმა მწვრთნელმა გაიარა. მათ კუთვნილი ლიცენზია 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაიხანგრძლივეს.

სამწვრთნელო ლიცენზია დიპლომი არ არის – ფეხბურთში ყოველწლიურად ბევრი რამ იცვლება და მწვრთნელები ცოდნის განახლებასაც ცდილობენ. ისინი ასევე ვალდებულები არიან, თანამედროვე ტენდენციებს ამ კურსების საშუალებით გაეცნონ.

ასეთი სამწვრთნელო კურსი არაერთმა მწვრთნელმა გაიარა, სამწვრთნელო განათლება კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან მაღალი დონის მწვრთნელების დეფიციტი აშკარაა.