„გაგრას“ პრეზიდენტი - იმედია, საქართველოს თასს წელსაც მოვიგებთ
„გაგრას“ პრეზიდენტი - იმედია, საქართველოს თასს წელსაც მოვიგებთ

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალში ეროვნული ლიგა 2-ის „გაგრას“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ შეხვდა და გათამაშებას გამოთიშა. ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელმა „გაგრამ” დაადასტურა, რომ სათასო გუნდს ტყუილად არ უწოდებენ.

38-ე წუთზე, ბათუმელთა ნიგერიელმა ლეგიონერმა, გოდფრი ობოაბონამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. სტუმრებმა თამაშის შემოტრიალება ვერ მოხერეს და „გაგრა“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასისთვის ბრძოლას აგრძელებს.

„უკომპრომისო თამაში იყო. ბიჭებმა თავდადების მაგალითი გვაჩვენეს და ძალიან გამახარეს. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას და დიდი იმედი მაქვს, რომ წელს საქართველოს თასს კიდევ ერთხელ მოვიგებთ“,- განაცხადა „გაგრას“ პრეზიდენტმა ბესო ჩიხრაძე.

გაგა კირკიტაძე, „გაგრას“ მთავარი მწვრთნელი: „ასეთ მატჩებს მოტივაცია ნამდვილად არ აკლია. მით უფრო, როცა ისეთ კარგ გუნდს ხვდები, როგორიც ბათუმის „დინამოა“. ამიტომ ჩვენ უფრო ფეხბურთელთა ფსიქოლოგიურ მომზადებაზე ვიმუშავეთ. კარგი მაგალითიც გვქონდა თბილისის „ლოკომოტივის“ სახით, რომელმაც მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა. ბიჭებს ვუთხარი – ხედავთ, მოტივაციას და განწყობას რა შეუძლია. რატომ არ უნდა ვცადოთ ბათუმის „დინამოს“ დამარცხება? მეტოქის თამაში გავაანალიზეთ და შრომა დაგვიფასდა”.