„გაგრას“ კონფერენც-ლიგაზე განრიგი შეუცვალეს - თასის მფლობელი პირველ მატჩს მონტენეგროში გამართავს #1TVSPORT
„გაგრას“ კონფერენც-ლიგაზე განრიგი შეუცვალეს - თასის მფლობელი პირველ მატჩს მონტენეგროში გამართავს #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ კონფერენც-ლიგის მატჩებისთვის ემზადება. ცნობილია, რომ უეფა-ს ახალი გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „გაგრა“ მონტენეგროს ვიცეჩემპიონ „სუტიესკასდაუწყვილდა. შეხვედრები 8 და 15 ივლისს გაიმართება.

საქართველოს თასის მფლობელს პირველი მატჩი შინ უნდა ჩაეტარებინ, ხოლო განმეორებითი – მონტენეგროში, მაგრამ უეფა-მ გადაწყვეტილება შეცვალა. საქართველოს ჩემპიონი 6 ივლისს პოდგორიცაში გაემგზავრება, სადაც 8 ივლისს, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, მონტენეგროს „სუტიესკას“ დაუპირისპირდება. საპასუხო შეხვედრას გაგრელები ერთი კვირის თავზე, 15 ივლისს უკვე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ. 

კონფერენც-ლიგის პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, საქართველოს თასის მფლობელი „გაგრა“ ისრაელის წარმომადგენელს, თელ-ავივის „მაქაბის“ დაუპირისპირდება. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 22 და 29 ივლისს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ „გაგრა“ 2004 წელს დაარსდა და მეორედ გადის ევროპულ სარბიელზე. პირველად 2011 წელს გუნდმა კვიპროსული „ანორთოსისის“ ბარიერი ვერ დაძლია, მაგრამ ამჯერად ეცდება მომდევნო ეტაპზე გასვლას.

ბოლო 10 წლის განმავლობაში „გაგრამ“ ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი და ფინალი მხოლოდ ერთხელ წააგო. ეს პირველი ქართული კლუბია, რომელმაც ლიგა 2-დან ორჯერ მოახერხა ევროპულ ტურნირზე გასვლა.

ამჟამად, „გაგრა“ ლიგა 2-ის გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია და სერიოზული ამბიცია აქვს, ეროვნულ ლიგაში აღზევდეს.