„გაგრას“ კაპიტანი - საქართველოს თასი დამსახურებულად მოვიპოვეთ
„გაგრას“ კაპიტანი - საქართველოს თასი დამსახურებულად მოვიპოვეთ

„გაგრას“ კაპიტანმა, ივანე ხოსიტაშვილი კომენტარი გააკეთა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში გამარჯვებაზე, სადაც მისმა გუნდმა პენალტების სერიაში წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხა.

მნიშნელოვანი იყო თასის მოპოვება. ყველას გვახსოვს, რომ ფინალში 2018 წელსაც გავედით და ქუთაისის „ტორპედოსთან“ დავმარცხით. ტიტულისთვის ბრძოლის შანსი ახლაც მოგვეცა, ისევ ფინალში გავედით, მაგრამ ამჯერად თასს ჩვენ დავეუფლეთ. რა თქმა უნდა, თამაშისთვის ვემზადებოდით და ვიცოდით, რომ ადვილი თამაში არ იქნებოდა. წყალტუბოს „სამგურალი“ ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის – ის ლიგა2-ში ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტია. ვფიქრობ, რომ თასი დამსახურებულად მოვიპოვეთ“, – ამბობს ვასილ ხოსიტაშვილი.

საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ საქართველოს თასის მფლობელი თავის ისტორიაში მეორედ გახდა. საპატიო პრიზისთვის პირველად იბრძოდნენ მხოლოდ რანგით მეორე ლიგის წარმომადგენლები, გამარჯვებული „გაგრა“ კი მომავალ სეზონში საქართველოს უეფა-ს ახალ ტურნირზე, უეფა-ს კონფერენს ლიგაზე წარმოადგენს.