„გაგრამ“ „სიონთან“ სხვაობა შეამცირა, „ჩიხურამ“ ისევ წააგო #1TVSPORT
„გაგრამ“ „სიონთან“ სხვაობა შეამცირა, „ჩიხურამ“ ისევ წააგო #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-12 ტური დაიწყო. პირველ სათამაშო დღეს მატჩებს თბილისისა და ივანწმინდას სტადიონებმა უმასპინძლეს.

ვიტ ჯორჯია – გაგრა 0:2

ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში ერთმანეთს მესამეადგილოსანმა „ვიტ ჯორჯიამ“ მეორეადგილოსან „გაგრას“ უმასპინძლა და დამარცხდა. „გაგრამ“ ანგარიში მე-12 წუთზე თორნიკე მუმლაძის გოლით გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში სანდრო შეწირულმა 77-ე სადებიუტო გოლით დააფიქსირა 2:0, „გაგრამ“ ქულა დააგროვა და კონკურენტ „ვიტ ჯორჯიასთან“ (17) უპირატესობა გაზარდა, ხოლო ლიდერ ბოლნისის „სიონთან“ (30) სხვაობა შეამცირა.

ჩიხურა – მერანი თბ 1:5

საჩხერეს „ჩიხურა“ კრიზისიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საჩხერელები თბილისის „მერანთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდნენ. სტუმრებმა პირველივე ტაიმში სამი გოლი გაიტანეს, საბოლოოდ კი 5:1 მოიგეს – გოლები გაიტანეს რევაზ გეწაძემ (29), გიორგი ვასაძემ (31), გიორგი ივანიაძემ (45), ზვიად მეტრეველმა (54) და ცოტნე ჩიქოვანმა (77), ხოლო საჩხერელებიდან გოლი ბესო დეკანოიძის (82) ანგარიშზეა. „ჩიხურა“ 5 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა, ხოლო თბილისის „მერანმა“ (13) „რუსთავს“ (11) გადაასწრო.

მე-12 ტურის დანარჩენი სამი შეხვედრა 11 მაისს გაიმართება:

 

სიონი – შევარდენი 1906

15:00. თამაზ სტეფანია – ბოლნისი

 

მერანი მრ – რუსთავი

15:00. მურთაზ ხურცილავა – მარტვილი

 

გარეჯი – დინამო ზგ

15:00. ცენტრალური – საგარეჯო