„გაგრამ“ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა #1TVSPORT
„გაგრამ“ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-2 ტური „დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრით დაიწყო – „გაგრამ“ „დინამო არენაზე“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

„საბურთალო“ პირველ ტაიმში უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს ანგარიში „გაგრამ“ გახსნა – 45+1-ე წუთზე კარგად გათამაშებული კუთხური მცველმა ლუკა ნოზაძემ ეფექტური თავური დარტყმით დააგვირგვინა – 1:0.

მეორე ნახევარში „საბურთალომ“ ძალიან კარგი მომენტები შექმნა და ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ მომენტებით ვერ ისარგებლა. საბოლოოდ, „გაგრამ“ უპირატესობა შეინარჩუნა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.

დღეს ეროვნულ ლიგაში მე-2 ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართება – ქუთაისის „ტორპედო“ „რამაზ შენგელია – არენაზე“ გორის „დილას“ უმასპინძლებს, ტურის და პირველი წრის მატჩი კი „აჭარაბეთ არენაზე“ შედგება – ბათუმის „დინამო“ „დინამო თბილისს“ მიიღებს.