„გაგრამ“ „სამგურალთან“ თამაში ბოლო წამზე გადაარჩინა - ორ შეხვედრაში არბიტრებმა ექვსი პენალტი დანიშნეს #1TVSPORT
„გაგრამ“ „სამგურალთან“ თამაში ბოლო წამზე გადაარჩინა - ორ შეხვედრაში არბიტრებმა ექვსი პენალტი დანიშნეს #1TVSPORT

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში „სამგურალი“-„გაგრას“ მატჩი, რომელიც ზესტაფონის „დავით აბაშიძე – არენაზე“ გაიმართა, ფრედ, 2:2 დასრულდა.

ამ შეხვედრაშიც, ისევე როგორც ბათუმის „დინამოსა“ და ქობულეთის „შუქურას“ დაპირისპისპირებაში, მთავარმა არბიტრმა უჩვეულოდ ბევრი, სამი პენალტი დანიშნა.

გუნდიდან წასული მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭელიძის ნაცვლად, „სამგურალი“ მოედანზე მიხეილ აშვეთიამ გაიყვანა. ანგარიში „გაგრამ“ გახსნა – 28-ე წუთზე, მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი გიორგი ლომთაძემ პანენკას სტილში შეასრულა და გუნდი დააწინაურა. რვა წუთში „სამგურალს“ ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდა – სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ტაიკი კაგაიამას დარტყმა „გაგრის“ მეკარემ, ოლეკსანდრ ვორობეიმ მოიგერია.

47-ე წუთზე სტუმართა კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, რომელიც ამჯერად დენის ბალანიუკმა შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. ხოლო 51-ე წუთზე ლეანდრო ლიმას გადაცემით ტაიკი კაგაიამამ მაინც გაიტანა. „გაგრამ“ 90+5-ე წუთზე ჯასტინ შონგას გოლით თამაში გადაარჩინა და ქულა მოიპოვა – 2:2.

28 ტურის შემდეგ წყალტუბოს „სამგურალმა“ 43 ქულა დააგროვა, გორის „დილას“ (44) ვერ გადაასწრო და მე-5 პოზიციაზე დარჩა. კონკურენტ „სამტრედიას“ (25) ვერც „გაგრა“ (23) დაეწია, მაგრამ სხვაობა შეამცირა.