„გაგრამ“ მზადება მოგებით დაასრულა
„გაგრამ“ მზადება მოგებით დაასრულა

სეზონის განახლებამდე საფეხბურთო კლუბმა „გაგრამ“ მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა – ეროვნული ლიგა 2-ის წარომადგენელი გუნდის სპარინგ-პარტნიორი საგარეჯოს „გარეჯი 1960“ იყო და გაგრელებმა დიდი ანგარიშით მოიგეს.

გაგა კირკიტაძის გაწვრთნილებმა „გარეჯი 1960“ 6:0 დაამარცხეს. გამარჯვებულებიდან თავი გამოიჩინეს ვასილ ხოსიტაშვილმა, ლუკა ჯაფარიძემ, ბექა ბუიღლიშვილმა, ლაშა მანაგაძემ, ბაქარ ლაღაძემ და რატი ცაცკრიალაშვილმა.

მანამდე „,გაგრამ“ საკონტროლო მატჩი ბოლნისის „სიონთან“ ჩაატარა და 1:0 დაამარცხა. ამით „გაგრამ“ მოსამზადებელ ეტაპზე საკონტროლო შეხვედრები დაასრულა,

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგა 2-ის 2020 წლის სეზონი გაგრძელება 13 ივლისიდან გადაწყვიტა. „გაგრა“ პირველ შეხვედრას 13 ივლისს „შევარდენი 1906“-თან მუხიანის სპორტულ კომპლექსში ჩაატარებს.