„გაგრამ“ მორიგი სპარინგი დაგეგმა
„გაგრამ“ მორიგი სპარინგი დაგეგმა

სეზონის განახლებამდე „გაგრამ“ კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი დაგეგმა. ეროვნული ლიგა 2-ის გუნდი ამჯერად ლიგა3-ის წარმომადგენელს, საგარეჯოს „გარეჯი 1960“-ს შეხვდება.

სპარინგ-მატჩი „გაგრასა“ და ,,გარეჯი 1960“-ს შორის ივლისს, 18:00 საათზე მუხრანის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „გაგრამ“ და ეროვნული ლიგა2-ის გუნდებმა სეზონისთვის მზადება განაახლეს. „გაგრა“ პირველი საკონტროლო შეხვედრაში ბოლნისის ,,სიონს“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ლიგა 2-ში სეზონი 13 ივლისს განახლდება. პანდემიის გამო შეჯიბრება ორი ტურის შემდეგ შეწყდა. გათამაშებას 6 ქულით ქობულეთის „შუქურა“ ლიდერობს.