„გაგრამ“ მოიგო და პირველად გალიდერდა - ტური მასპინძლების მოგებებით დაიწყო #1TVSPORT
„გაგრამ“ მოიგო და პირველად გალიდერდა - ტური მასპინძლების მოგებებით დაიწყო #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-16 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მასპინძლებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

გაგრა – შევარდენი 1906 – 2:0

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“, თბილისის ზღვის ბაზაზე გამართულ შეხვედრაში „გაგრას“ „შევარდენი 1906“-მა დიდი წინააღმდეგობა გაუწია. მასპინძლებმა 34-ე წუთზე ანგარიში ივანე ხაბელაშვილის გოლით გახსნეს, ხოლო 83-ე წუთზე დავით იონანიძემ მეორე გოლი გაიტანა და „გაგრამ“ 2:0 მოიგო. გაგა კირკიტაძის გაწვრთნილმა გუნდმა 36 ქულა დააგროვა, მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა და ბოლნისის „სიონს“ 2 ქულით გადაასწრო, რომელიც ტურის მატჩს ხვალ გამართავს.

მერანი თბ – დინამო ზგ – 3:0

სპაერის სტადიონზე გამართულ მატჩში „მერანმა“ მეტოქეს პირველივე ტაიმში ორი გოლი გაუტანა – 21-ე წუთზე ანგარიში ზვიად მეტრეველმა გახსნა, 32-ე წუთზე რევაზ გეწაძემ პენალტით თბილისელთა უპირატესობა გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 52-ე წუთზე ცოტნე ჩიქოვანმა დააფიქსირა – 3:0 „მერანის“ სასარგებლოდ.

მე-16 ტურის დარჩენილი სამი მატჩი ხვალ, 13 ივნისს გაიმართება:

მერანი მრ – გარეჯი

17:00. მურთაზ ხურცილავა – მარტვილი

ვიტ ჯორჯია – რუსთავი

17:00. გლდანის საფეხბურთო ცენტრი – თბილისი

ჩიხურა – სიონი

17:00. ცენტრალური – ივანწმინდა