„გაგრა“ ეროვნულ ლიგაში გადასვლას უმიზნებს
„გაგრა“ ეროვნულ ლიგაში გადასვლას უმიზნებს
2 მარტს ეროვნულ ლიგა2-ში ახალი სეზონი დაიწყება. ეროვნულ ლიგაში გადასვლა ბევრ გუნდს სურს და ერთ-ერთი მათგანი არის „გაგრა“, რომელიც სეზონის დაწყებამდე რამდენიმე მოთამაშით გაძლიერდა.
 
გუნდმა ახალ სეზონამდე დაიმატა მეკარე ნიკა ქავთარაძე („ვიტ ჯორჯია“), მცველები გია ჩადუნელი („დილა“ გორი), ლუკა ნოზაძე („რუსთავი“), შალვა სანაშვილი („შუქურა“ ქობულეთი), ნახევარმცველები – გიორგი ვეკუა („ვიტ ჯორჯია“), შემტევები რატი ცაცკრიალაშვილი (ბათუმის ,,დინამო”) , ვაკო ხაბელაშვილი (თბილისის „მერანი“), გიორგი ივანიაძე („სამტრედია“) და რატი კაკიაშვილი („თელავი“),თავდამსხმელი თამაზ მაქაცარია („ვიტ ჯორჯია“).
ამას გარდა, „გაგრაში” იჯარით ითამაშებენ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მცველევი – დავით სამსონია (ბათუმის ,,დინამო”), ბექა ბუიღლიშვილი (თბილისის „ლოკომოტივი“) და ლუკა ჯაფარიძე ბექა ბუიღლიშვილი (თბილისის „ლოკომოტივი“).
„გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა, პოტენციალი არის, პერსპექტივაც და ეროვნული ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლებთ. მსგავსი ამბიცია სხვა გუნდებსაც ექნებათ, ამიტომ მოდუნების უფლება არ გვაქვს. წელს თანაბარი ძალის გუნდების ჩემპიონატი იქნება, სადაც ღირსეული გაიმარჯვებს“ – ამბობს „გაგრას“ მთავარი მწვრთნელი გაგა კირკიტაძე.