მარტვილის „მერანის“ ცენტრალური თავდამსხმელი გაგა ჩხეტიანი, დიდი ალბათობით, საფეხბურთო კარიერას დაასრულებს და ამის მიზეზი ტრავმა გახლავთ. 37 წლის ფორვარდი „მერანს“ დაემშვიდობა.
გაგა ჩხეტიანი ქუთაისის „ტორპედოს“ აღზრდილია. იყო რუსთავის „მეტალურგის“ წევრიც და გუნდის შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ადრეულ წლებშიც ასპარეზობდა „მერანში“, მეორედ კი 2019 წელს გუნდს შეუერთდა და თავისი წვლილი შეიტანა „მერანის“ ეროვნულ ლიგა 2-ში დაბრუნებაში. 2019 წელს ჩხეტიანმა „მერანის“ მაისურით 13 გოლი გაიტანა.
ჩხეტიანმა 2011-2012 წლები ისრაელში იასპარეზა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი გამოდიოდა „ჩიხურაში“, მარტვილის „მერანში“, ვანის „სულორსა“ და წყალტუბოს „სამგურალში“.