„მერანმა“ რამდენიმე ლიდერი შეინარჩუნა #1TVSPORT
„მერანმა“ რამდენიმე ლიდერი შეინარჩუნა #1TVSPORT

მარტვილის „მერანმა“, რომელიც ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ემზადება, ფინანსური კრიზისის მიუხედავად, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე შეინარჩუნა.

გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს და 2023 წლის სეზონშიც გუნდში ითამაშებენ კიჭი მელიავა, გიორგი გეგია, ლევან წოწონავა, ლაშა ჯღამაია და მიხეილ რუხაია. მაგრამ პაპუნა ფონიავამ, რომელიც გუნდის კაპიტანი იყო, „მერანი“ დატოვა და კარიერას საგარეჯოს „გარეჯში“ გააგრძელებს.

უახლოეს პერიოდში გუნდი ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 14 თებერვალს ფოთში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში „მერანი“ აბაშის „ზანას“ დაუპირისპირდება, ხოლო 21 თებერვალს კი სამტრედიაში „ეროსი მანჯგალაძის არენაზე“ სპარინგ-მატჩს ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ გუნდი გასული სეზონის შემდეგ ვარლამ კილასონიამ დატოვა, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტზე გივი ხელაიამ ჩაანაცვლა.