გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ლაბორატორიული კვლევის პირველადი მონაცემებით, გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ლაბორატორიული კვლევის პირველადი მონაცემებით, გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს

ლაბორატორიული კვლევის პირველადი მონაცემებით გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს, – ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანიის ცნობით, პარალელურად, სურსათის ეროვნულ სააგენტო ახორციელებს წყლის სინჯების აღებას სათავე ნაგებობიდან და სხვადასხვა წერტილიდან,რომლის პასუხები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.

„ქალაქ გორში, წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიის მიერ შემოწმებული პირველადი მონცამებით, ორგანულეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით, სასმელი წყალი აკმაყოფილებს წყლის ტექნიკურ რეგლამენტით დადგენილ ნორმებს. გაერთიანებული წყალომარაგების კომაპნია განაგრძობს წყლის მიკრობილოგიური მაჩვენებლებით კვლევას, რომლის შედეგები 24 საათში გახდება ცნობილი. პარალელურად, სურსათის ეროვნულ სააგენტო ახორციელებს წყლის სინჯების აღებას სათავე ნაგებობიდან და სხვადასხვა წერტილიდან,რომლის პასუხები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ წყალმომარგების კომპანია გორში, ყოველდღიურად იღებს წყლის სინჯებს სხვადასხვა ლოკაციიდან. გასულ დღეებში ჩატარებული სინჯების მონიტორინგის შედეგების მიხედვით სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ მოწამვლის სიმპტომებით 50-მდე ბავშვი შეიყვანეს. პაციენტები კლინიკაში თვითდინებით გადაიყვანეს. ისინი გორის კომბინატის დასახლების მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოწამვლის სიმპტომები აქვთ მოზრდილებსაც, თუმცა მათ კლინიკისთვის არ მიუმართავთ.