გაერო-ში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - აშშ აგრძელებს უკრაინისთვის უფრო მეტი იარაღის მიწოდებას, ეს არა მხოლოდ ახანგრძლივებს ბრძოლას, არამედ რუსეთისა და ნატო-ს პირდაპირი შეჯახების სახიფათო ზღვრამდე მიჰყავს

გაერო-ში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კონსტანტინ ვორონცოვი აცხადებს, რომ უკრაინისადმი აშშ-ის სამხედრო დახმარება პირდაპირი სამხედრო შეტაკების შესაძლებლობას ზრდის.

„ამერიკა აგრძელებს უკრაინისთვის უფრო მეტი იარაღის მიწოდებას, რაც ხელს უწყობს კონფლიქტში ამერიკის მებრძოლების და მრჩევლების პირდაპირ ჩართვას. ეს არა მხოლოდ ახანგრძლივებს ბრძოლას, არამედ რუსეთისა და ნატო-ს პირდაპირი შეჯახების სახიფათო ზღვრამდე მიჰყავს“, – განაცხადა ვორონცოვმა.

აღნიშნული განცხადება ვორონცოვმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას დამატებით 625 დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს.