ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დაჰპირდა
ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დაჰპირდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ბაიდენი ზელენსკის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დაჰპირდა, რომლის ღირებულება 625 მილიონ დოლარს შეადგენს. მასში დამატებითი იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, მათ შორის „​ჰაიმარსის“ სისტემები შედის.

თეთრი სახლის ინფორმაციით, საუბრის მთავარი მიზანი არის იმის დემონსტრირება, რომ აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე დაადასტურა, რომ ამერიკა მომავალშიც მზადაა, ნებისმიერ ადამიანს, ორგანიზაციას თუ ქვეყანას, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას აღიარებენ, დიდი საფასური გადაახდევინოს“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სატელეფონო საუბარში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისიც მონაწილეობდა.