გაერო-ში ჩინეთის წარმომადგენელი - აშშ უშიშროების საბჭოში შეხვედრას იმ მიზეზით ითხოვდა, რომ უკრაინის საზღვრართან რუსეთის ჯარების განლაგება მშვიდობას უქმნიდა საფრთხეს, ამ თვალსაზრისს ჩინეთი ვერ უერთდება
მიზეზი, რომლის გამოც აშშ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სთხოვდა ღია შეხვედრის ჩატარებას, იყო ის, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრის გასწვრივ ჯარების განლაგება საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას უქმნიდა საფრთხეს, – ამის შესახებ გაერო-ში ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ჟან იუნმა განაცხადა.
„ამ თვალსაზრისს ჩინეთი ვერ უერთდება. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ რაიმე სამხედრო მოქმედების დაწყებას არ აპირებს. უკრაინამ ნათლად თქვა, რომ ომი არ სჭირდება. ასეთ პირობებში, რა არის შეშფოთების საფუძველი, იმაზე რომ, შესაძლოა, ომი იყოს?“ – აღნიშნა ჩინეთის წარმომადგენელმა.
გაერო-ში ჩინეთის წარმომადგენლის განცხადებით, ახლა საჭიროა მშვიდი და არა „მეგაფონური დიპლომატია“.