გაერო-ს სრულუფლებიანი წევრობის შესახებ პალესტინის განცხადება გაერო-ს უშიშროების საბჭომ შესაბამის კომიტეტს გადასცა
გაერო-ს სრულუფლებიანი წევრობის შესახებ პალესტინის განცხადება გაერო-ს უშიშროების საბჭომ შესაბამის კომიტეტს გადასცა

გაერო-ს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტმა პალესტინის განაცხადი სრულუფლებიანი წევრობის შესახებ გაერო-ში ახალი წევრის მიღების კომიტეტს გადასცა.

გაერო-ში მალტის ელჩმა, ვანესა ფრეზიერმა შესთავაზა კომიტეტს, რომ განაცხადის განსახილველად ორშაბათს შეიკრიბონ და აღნიშნა, რომ განხილვა ამ თვეში უნდა მოხდეს. აპრილში გაერო-ს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტი მალტაა.

„ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ 12 წლის შემდეგ შევცვლით დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო მიაღწევს გლობალურ კონსენსუსს ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტაზე, პალესტინის სახელმწიფოს სრულ წევრად მიღების გზით“, – განაცხადა გაერო-ში პალესტინის წარმომადგენელმა, რიად მანსურმა.

გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფო საფრთხეს უქმნის ისრაელის ეროვნულ უსაფრთხოებას.

გასულ კვირას პალესტინის ხელისუფლებამ ოფიციალურად სთხოვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს, ხელახლა განეხილა 2011 წლის განაცხადი, რომ პალესტინა გახდეს სრულუფლებიანი წევრი.

15 წევრისგან შემდგარი კომიტეტი განიხილავს განაცხადს, რათა ნახოს, აკმაყოფილებს თუ არა ის გაერო-ს წევრობის მოთხოვნებს. ამის შემდეგ განაცხადი შეიძლება, წარადგინონ ოფიციალური კენჭისყრისთვის უშიშროების საბჭოში. დამტკიცებისთვის საჭიროა, სულ მცირე, ცხრა ხმა აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთის ან დიდი ბრიტანეთის მხრიდან ვეტოს დადების გარეშე.