გაერო-ს სააგენტოს ინფორმაციით, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 30-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა
გაერო-ს სააგენტოს ინფორმაციით, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 30-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 30-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა, – ამის შესახებ გაერო-ში აცხადებენ.

გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის სააგენტოში განაცხადეს, რომ 33-მა სატვირთო მანქანამ, რომლებსაც გადაჰქონდათ წყალი, საკვები და სამედიცინო საშუალებები, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი გაიარეს.

21 ოქტომბრის შემდეგ რაფაჰის სასაზღვრო პუნქტით ღაზის სექტორში სულ 117 სატვირთო მანქანა შევიდა. გაერო-ს მონაცემებით, მანამდე ტერიტორიაზე ყოველდღიურად 500-მდე სატვირთო მანქანა შედიოდა, ამიტომ, ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა უფრო დიდი მოცულობის დახმარება.