ბუნების წინააღმდეგ ომი უნდა დასრულდეს, – ეს განცხადება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ესპანეთში დაგეგმილ კლიმატის სამიტამდე გააკეთა.
„ბუნების წინააღმდეგ გაჩაღებული ომი უნდა დასრულდეს. ყველამ ვიცით, რომ ეს შესაძლებელია“, – განაცხადა გუტერშმა.
გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, არ არსებობს პოლიტიკური ნება და ბევრი ქვეყანა ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.
მადრიდში 2-13 დეკემბერს კლიმატის ცვლილებების შესახებ გაერო-ს კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 196 ქვეყნის წარმომადგენელი და 50 სახელმწიფოს პირველი პირი მიიღებს.
სამიტს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად გახსნის.