გაერო-ს გენმდივანი - ბუნების წინააღმდეგ ომი უნდა დასრულდეს
გაერო-ს გენმდივანი - ბუნების წინააღმდეგ ომი უნდა დასრულდეს

ბუნების წინააღმდეგ ომი უნდა დასრულდეს, – ეს განცხადება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ესპანეთში დაგეგმილ კლიმატის სამიტამდე გააკეთა.

„ბუნების წინააღმდეგ გაჩაღებული ომი უნდა დასრულდეს. ყველამ ვიცით, რომ ეს შესაძლებელია“, – განაცხადა გუტერშმა.

გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, არ არსებობს პოლიტიკური ნება და ბევრი ქვეყანა ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.

მადრიდში 2-13 დეკემბერს კლიმატის ცვლილებების შესახებ გაერო-ს კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 196 ქვეყნის წარმომადგენელი და 50 სახელმწიფოს პირველი პირი მიიღებს.

სამიტს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად გახსნის.