გაერო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გაუგზავნა წინადადებების ნაკრები, რომელიც მიზნად ისახავს მარცვლეულის შეთანხმების აღდგენას
გაერო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გაუგზავნა წინადადებების ნაკრები, რომელიც მიზნად ისახავს მარცვლეულის შეთანხმების აღდგენას

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს გაუგზავნა „კონკრეტული წინადადებების ნაკრები“, რომლის მიზანია, აღადგინოს შეთანხმება, რომელიც უკრაინას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას აძლევს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„მე მჯერა, რომ ჩვენ წარმოვადგინეთ წინადადება, რომელიც შეიძლება იყოს განახლების საფუძველი. განახლების, რომელიც უნდა იყოს სტაბილური. ჩვენ არ შეგვიძლია, გვქონდეს შავი ზღვის ინიციატივა, რომელიც გადადის კრიზისიდან კრიზისზე, შეჩერებიდან შეჩერებაზე. ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი რამ, რაც იმუშავებს და ყველასთვის სასარგებლო იქნება“, – განაცხადა გუტერეშმა.