გაერო - ჩრდილოეთ კორეაში 10 მილიონზე მეტ ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება
ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების საკითხებში გაერო-ს მომხსენებელი თომას ოჰეა ქუინტანა აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში საკვების უკმარისობის პრობლემა „კოვიდ-19“-ის პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა. პანდემიის გამო, ქვეყანას უკვე ხუთი თვეა, ჩინეთთან საზღვარი სრულიად ჩაკეტილი აქვს. თომას ოჰეა ქუინტანა აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-მა ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები გაამწვავა, ხოლო ჩინეთსა და ჩრდილოეთს კორეას შორის ვაჭრობა 90 პროცენტით შეამცირა.
თომას ოჰეა ქუინტანამ გაერო-ს ჩრდილოეთ კორეის წინააღდეგ სანქციების მოხსნისკენ მოუწოდა, რათა ქვეყანამ დახმარების სახით საკვების მიღება შეძლოს.
„იზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც დღეში მხოლოდ ორჯერ ჭამენ, ისინი ჭამენ მხოლოდ სიმინდს ან საერთოდ შიმშილობენ“, – განაცხადა თომას ოჰეა ქუინტანამ.
მან ასევე ფხენიანსაც მიმართა და მას საზღვრების გახსნისკენ მოუწოდა, რათა ქვეყანაში ვაქცინების მარაგი და საზღვარზე გაჩერებული დახმარება შევიდეს.
როგორც გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის სპიკერი, ელისაბეთ ბაირსი აცხადებს, ქვეყანაში ჰუმანიტარული მდგომარეობა ჯერ კიდევ ძალიან მძიმეა. ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობის 40 პროცენტს, ანუ 10 მილიონზე მეტ ადამიანს, ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.