გადაწყდა: კეპა არისაბალაგა „ჩელსის“ მეკარეა
გადაწყდა: კეპა არისაბალაგა „ჩელსის“ მეკარეა

ესპანელი კეპა არისაბალაგა, რომელიც ამ მომენტამდე ბილბაოს „ატლეტიკის“ ღირსებას იცავდა, ამიერიდან ლონდონის „ჩელსიში“ ითამაშებს. ინგლისურმა გუნდმა მასში 71 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი ალისონ ბეკერი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე აღარ არის და ეს ტიტული ახლა სწორედ კეპას ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ ალისონი, რამდენიმე კვირის წინ, „ლივერპულში“ 68 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

რაც შეეხება ბელგიელ ტიბო კურტუას, რომელიც „ჩელსის“ ღირსებას იცავდა, ის მადრიდის „რეალს“ სურს და, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლონდონელები მის გაყიდვას უკვე ოფიციალურად დათანხმდნენ.

დატოვე კომენტარი