გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ნაწყენი და იმედგაცრუებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ნაწყენი და იმედგაცრუებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს

ნაწყენი და იმედგაცრუებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

„მადლობელი ვარ კრისტიან დანიელსონისა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მედიაციის მისიით საქართველოში. ნაწყენი და იმედგაცრუებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს. ეს უგზავნის ცუდ სიგნალს მეგობრებსა და პარტნიორებს. რეფლექსიის პერიოდია საჭირო“, – წერს გაბრიელიუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა გუშინ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.