კრისტიან დანიელსონი აცხადებს, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა
კრისტიან დანიელსონი აცხადებს, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

დანიელსონის თქმით, მან წარმოადგინა წინადადება გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში აყენებს.

თუმცა, კრისტიან დანიელსონი განმარტავს, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.

„დღეს მე დავასრულე მეორე მედიაციის მისია საქართველოში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა. მე ვიქნები ძალიან მკაფიო, არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას, განსაკუთრებით პარლამენტში, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მომავალზე. ასევე, გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა გაგრძელებულ დებატებს საკვანძო პოლიტიზირებულ სასამართლო საქმეებზე და ადრეულ არჩევნებზე. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამდებადობას და პასუხისმგებლობას. მე წარმოვადგინე წინადადება ასეთი გადაწყვეტილების შესახებ და ახლა ეს იქნება საჯარო დოკუმენტი. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში აყენებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა. სამწუხაროა, უნდა ვთქვა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო“, – განაცხადა დანიელსონმა.

ამასთან, ევროკავშირის მედიატორი კრისტიან დანიელსონი აქვეყნებს წინადადებებს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.