პოლონეთში მიმდინარე 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 77 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი გაბრიჭიძემ ატაცსა და აკვრაში, შესაბამისად 146 კგ. და 173 კილოგრამი დაძლია და ორივე დისციპლინაში მე-6 ადგილზე გავიდა, ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 319 კგ-ით კი შეჯიბრი მე-5 პოზიციაზე დაასრულა.
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებს ამ ეტაპზე ოთხი მედალი აქვთ მოპოვებული. გოდერძი ბერდელიძის მიერ აკვრაში მოპოვებულ ვერცხლის მედლის შემდეგ, გოგა ჩხეიძემ ერთი ვერცხლის და ორი ოქროს მედალი დაისაკუთრა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს მეორედ დაეუფლა.
დღეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ორი წევრი გამოვა. ესენი არიან რევაზ დავითაძე და ნოდარ კაკაბაძე და ისინი 85 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებენ. პოლონურ ფიცარნაგზე შეჯიბრი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.