გააგრძელოს თუ დაასრულოს კარიერა - პანდევი ჯერ კიდევ ფიქრობს #1TVSPORT
გააგრძელოს თუ დაასრულოს კარიერა - პანდევი ჯერ კიდევ ფიქრობს #1TVSPORT

გორან პანდევს წასვლაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ჩრდილომაკედონიური ფეხბურთის ლეგენდა კარიერის დასრულებას არ ჩქარობს – ინფორმაციას „სპორტ პარი“ ავრცელებს.

დილემა გამოჩნდება უახლოეს დღეებში, როდესაც ჩრდილომაკედონელი თავდამსხმელი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა მან წლის დასაწყისში განაცხადა, რომ ბუცებს სეზონის ბოლოს ჩამოკიდებდა, როდესაც „პარმასთან“ კონტრაქტი ამოიწურება.

„38 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა კარიერის დასრულება კიდევ ერთი სეზონით გადადოს. ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროების ცნობით, თავდამსხმელი „თავგადასავლების“ გაგრძელებას აპირებს. გაგრძელებაში კი, ალბათ, არა „პარმა“, არამედ რომელიმე სხვა კლუბი იგულისხმება“, – წერს „სპორტ პარმა“.

პანდევმა კარიერა ძირითადად იტალიაში გაატარა. აპენინის ნახევარკუნძულის გუნდებში („ლაციოში“, „ინტერში“, „ნაპოლიში“) მოიპოვა ყველა მნიშვნელოვანი საკლუბო ტიტულები – იტალიის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი, ასე გახდა ჩემპიონთა ლიგის (2009/10) და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული (2010).

პანდევი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების რეკორდსმენია გამართული მატჩების (122) რაოდენობით და მის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია (38). ხუთჯერ აღიარეს ქვეყნის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. იყო ევრო 2023-ის მონაწილე და ტურნირზე ნაკრების პირველი გოლის ავტორი იყო (2021 წლის 13 ივნისი, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ).

ამ გოლით პანდევი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ბომბარდირი (37 წელი და 322 დღე, 2021 წლის 13 ივნისი) გახდა. რეკორდსმენია იმითაც, რომ ნაკრებში 20 წლის განმავლობაში (2001-2021) თამაშობდა.

პანდევი „პარმაში“ სეზონის დაწყებიდან „ჯენოადან“ გადავიდა და სეზონში 11 მატჩი ჩაატარა, ერთიგოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.