ფუტსალის ლიგა | სამი საგზურის ხუთი მსურველი - „თელასი“ ჩემპიონთან დამარცხდა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა | სამი საგზურის ხუთი მსურველი - „თელასი“ ჩემპიონთან დამარცხდა #1TVSPORT

ფუტსალის ლიგაში მე-17 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელმაც სატურნირო ცხრილში მდგომარეობა და ფლეი ოფის საგზურებისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბა.

საჩემპიონო მინიტურნირში 4 საუკეთესო გუნდი ითამაშებს. ცხრილის ლიდერმა „თელასმა“ მოქმედ ჩემპიონ კსუ-სთან 2:4 წააგო, რაც ტურის მთავარი მოვლენა იყო. გადამწყვეტი გოლები ლევან კობაიძემ გაიტანა, რომელმაც 2:2-ზე დუბლი (27-ე და მე-40 წუთებზე) შეასრულა. ბოლო გოლი მან საკუთარი ნახევრიდან გაიტანა.

მორიგი შეხვედრა მოიგო პსპ-მ, რომელიც სეოზნის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია – ბესო არველაძის გუნდმა ბათუმის საზღვაო აკადემია დამაჯერებლად დაამარცხა. დუბლი ნიკოლოზ კურტანიძის ანგარიშზეა.

თსუ-მ იოლად დაამარცხა ქუთაისის „მართვე“, ხოლო „არმიამ“ „ილიაუნს“ გამარჯვება ხელიდან ბოლო წამებზე გამოგლიჯა. მატჩის დასრულებამდე წუთი და 12 წამი იყო დარჩენილი, როდესაც ილიაუნი 2:1 იგებდა, მაგრამ ირაკლი ლატარიამ (39) ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 20 წამით ადრე ლაშა ფოფხაძემ „არმიას“ გამარჯვება მოუტანა – 3:2.

17 ტური

თსუ-მართვე 7:1

არმია-ილიაუნი 3:2

პსპ-ბსსა 5:1

თელასი-კსუ 2:4

ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, ფლეი ოფში თამაშის უფლება მხოლოდ „თელასმა“ მოიპოვა, დარჩენილი 3 საგზურისათვის კი 5 გუნდი იბრძვის.

1 თელასი 17 43

2 პსპ 16 32

3 კსუ 17 31

4 თსუ 17 26

5 არმია 16 23

6 ილიაუნი 17 22

7 მართვე 17 6

8 ბსსა 17 -3

ჯარიმები: პსპ -6 ქულა; ბსსა -6 ქულა;