ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონმა გამოსვლა მეორე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) გუნდმა, ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრა ტურნირის მასპინძელ ბოსნიურ „ბუბა მარასთან“ 4:4 დაასრულა, მაგრამ ეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
საქართველოს ჩემპიონმა C ჯგუფში საწყისი ორი მატჩი მოიგო და ჯგუფში პირველობისთვის ბოსნიის ჩემპიონს შეხვდა, რომელსაც ბოლო ტურის წინ ასევე 6 ქულა ჰქონდა.
კავკასიელები ოთხჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ ბოსნიელებმა წონასწორობა ოთხივეჯერ აღადგინეს. საბოლოოდ, კსუ-მ და „ბუბა მარამ“ სამი ტურის შემდეგ 7-7 ქულა დააგროვეს, მაგრამ ბურთების სხვაობით C ჯგუფის გამარჯვებული ბოსნიური გუნდი გახდა და მთავარ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.