ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა მეორე მატჩიც მოიგო #1TVSPORT

11:54, 28.08.2026

ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) გუნდი ნორვეგიის ჩემპიონს, „ულტეირას“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა.

საქართველოს ჩემპიონმა C ჯგუფის პირველ ტურში გიბრალტარის „ლინქსს“ 7:3 სძლია და ჯგუფში პირველობის რეალური შანსი აქვს.

ბოსნიის ქალაქ კაზინის სპორტის დარბაზში გამართულ შეხვედრაში კსუ მეკარე ასლანმა მე-11 წუთზე დააწინაურა, უპირატესობა რონინიომ (15) და გიორგაიამ (35) გაზარდეს, ნორვეგიელთაგან ერთადერთი გოლი ანდრეასენმა (37) გაიტანა.

კსუ მესამე ტურში ტურნირის მასპინძელ „ბუბა მარას“ დაუპირისპირდება. ორივე გუნდს ექვსი ქულა აქვს და C ჯგუფის გამარჯვებულს მათი მატჩი გამოავლენს, რომელიც 29 აგვისტოს 22:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი