ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა | საქართველოს ჩემპიონისთვის ევროსეზონი დასრულდა - კსუ ირლანდიელებთანაც დამარცხდა #1TVSPORT
ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა | საქართველოს ჩემპიონისთვის ევროსეზონი დასრულდა - კსუ ირლანდიელებთანაც დამარცხდა #1TVSPORT

კსუ-მ (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი) ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა წააგო და ასპარეზობა ბოლო ადგილზე დაასრულა. მესამე ტურში საქართველოს ჩემპიონი ირლანდიის ჩემპიონს, „ბლუ მაჯიქ დუბლინს“ დაუპირისპირდა და 2:5 დამარცხდა.

პოდგორიცასმორაჩას“ სპორტულ კომპლექსში ჩატარებული შეხვედრის პირველი ტაიმი ჩვენმა ჩემპიონმა კარგად დაიწყო, იმის მიუხედავად, რომ „ბლუ მეჯიკისალდანია დე ოლივეირამ მე-4 წუთზე დააწინაურა. მალე ნიკა ხარატიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მურთაზ კაკაბაძემ კსუ დააწინაურა.

თუმცა, თბილისელებმა პირველი ტაიმის მოგება ვერ მოახერხეს – ერთ წუთში ლეიმს სოარესმა წონასწორობა აღადგინა. ირლანდიელებმა მეორე ტაიმი კარგად ჩაატარეს და დოს სანტოსის, ლეიმს სოარესის და მატეუშ კოვალიუკის გოლებით 5:2 გაიმარჯვეს,

ბლუ მეჯიკკსუ 5:2

გოლები: 1:0 სალდანია დე ოლივეირა (4), 1:1 ხარატიშვილი (13), 1:2 კაკაბაძე (16), 2:2 ლეიმს სოარესი (17), 3:2 დოს სანტოსი (21), 4:2 ლეიმს სოარესი (38), 5:2 მატეუშ კოვალიუკი (40)

კსუ: ჯინჭარაძე, ჩიმაკაძე, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, სიგუნავა – ლობჯანიძე (მ), ბექაური, ოთინაშვილი, წერეთელი, ფარცვანია, მაისაია, ქეშელაშვილი, კობაიძე, კარატიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლევან კობაიძე

კსუ-მ სამივე შეხვედრა წააგო და „ე“ ჯგუფში ბოლო პოზიცია დაიკავა, ხოლო პირველ ადგილზე სერბული „ფონი“ გავიდა, რომელმაც პირველობისთვის ბრძოლაში მასპინძელი „ტიტოგრადი“ 3:1 დაამარცხა და მეინ-რაუნდში 100-პროცენტიანი შედეგით დააფიქსირა.

დატოვე კომენტარი