ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა I „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ „ეინდჰოვენი“ 5:0 დაამარცხა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის გათამაშების შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ფუტსალის ლიგის გამარჯვებულმა, „ნიუ ვიუჟენ ჟორჯიანსმა“ მეორე შეხვედრა ნიდერლანდების „ეინდჰოვენთან“ გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:0.
მასპინძელ მონტენეგროს „ტიტოგრადთან“ დასანანი მარცხის (3:4) შემდეგ ავთანდილ ასათიანის გუნდს მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს, რათა ძირითად რაუნდში გასვლის შანსი შეენარჩუნებინა.
ქალაქ პოდგორიცას „ვერდეს სპორტკომპლექსში“ გამართულ დაპირისპირებაში საქართველოს ჩემპიონი დიდ უპირატესობას ფლობდა და ირაკლი თოდუასა და რონინიოს გოლებით შესვენებამდე ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა. მეორე ტაიმში ვახტანგ ჯვარაშვილმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც კაპიტანმა შოთა თოფურიამ გაიტანა.
ჯგუფი C
ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი – ეინდჰოვენი 5:0
გოლები: 1:0 თოდუა (2), 2:0 რონინიო (9 – პენალტით), 3:0 ჯვარაშვილი (26), 4:0 თოფურია (38), 5:0 ჯვარაშვილი (38)
საქართველოს ჩემპიონი მესამე შეხვედრას 26 აგვისტოს გიბრალტარის „ევროპასთან“ გამართავს.