ფუტსალის ლიგა - „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ საქართველოს ჩემპიონია #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა - „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ საქართველოს ჩემპიონია #1TVSPORT

„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ საქართველოს ფუტსალის ლიგის გამარჯვებულია. ავთანდილ ასათიანის გუნდმა გადამწყვეტ მატჩში „პეესპე“ 2:1 დაამარცხა და ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.

„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ ფინალურ სერიას 2:0 იგებდა. გუნდმა პირველ მატჩში მეტოქე 3:1 დაამარცხა, მეორეში – 6:1. მესამე შეხვედრა „პეესპემ“ უკეთ დაიწყო და მე-7 წუთზე მიხეილ თევზაძის გოლით დაწინაურდა. ტაიმის ბოლოს ირაკლი თოდუამ ქუსლით ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და შესვენებაზე გუნდები 1:1-ზე გავიდნენ.

მეორე ტაიმში გუნდები ფრთხილად თამაშობდნენ, ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 29 წამით ადრე ვახტანგ ჯვარაშვილმა ეფექტური გოლით „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსს“ გამარჯვება და ჩემპიონის მორიგი ტიტული მოუტანა – 2:1.

საქართველოს ჩემპიონი ზაფხულიდან ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება, რომელიც ახალი ფორმატით იმართება.