ფუტსალი | პორტუგალიამ ფინალში არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

23:26, 03.10.2021

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს პორტუგალიისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ნახევარფინალში არგენტინის ეროვნულმა გუნდმა ბრაზილია დაამარცხა (2:1), ხოლო პორტუგალიამ – ყაზახეთი (3:2).

ანგარიში მე-15 წუთზე ვარელამ გახსნა , 28-ე წუთზე კი მეორე გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა – 0:2.

28-ე წუთზევე ერთი ბურთი არგენტინელებმა კლაუდინოს გოლით გაქვითეს – 1:2.

ანგარიში აღარ შეცვლილა და პორტუგალიელები მსოფლიო თასს დაეუფლნენ.

ფუტსალში მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი – ტელესკოლა გთავაზობდათ.

https://www.youtube.com/watch?v=tnQpu1Y7wKQ

მსგავსი