ფუტსალი | მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ნახევარფინალისტი პორტუგალიაა #1TVSPORT
ფუტსალი | მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ნახევარფინალისტი პორტუგალიაა #1TVSPORT

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარე ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ნახევარფინალისტი გამოვლინდა. პორტუგალიის ნაკრებმა იბერიულ დერბიში 4:2 დაამარცხა ესპანეთი და ნახევარფინალში თავის მეტოქეს ელის.

ბოლო მეოთხედფინალური წყვილი ირანი-ყაზახეთია, რომლის გამარჯვებული პორტუგალიას შეუწყვილდება.

პორტუგალიისა და ესპანეთის შეხვედრა მეტად დრამატული გამოდგა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ესპანელები 2:0-ს იგებდნენ, მათ ამ დროისთვის ერთი პენალტიც ჰქონდათ გაცუდებული. თუმცა ბოლო წუთებზე პორტუგალიელებმა მეტად მოინდომეს და ანგარიშიც გაათანაბრეს – 2:2.

მათ ესეც არ იკმარეს და დამატებით დროში რაიას ავტოგოლით ჯერ 3:2 დაწინაურდნენ, შემდეგ ერთიც გაიტანეს და – 4:2.

შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალში სამხრეთამერიკული კლასიკოა – არგენტინა ბრაზილიის წინააღმდეგ.