ფუტსალი | კსუ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ბოსნიის ჩემპიონთან დამარცხდა #1TVSPORT
ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა, „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ (კსუ) ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრა ბოსნია-ჰერცეგოვინაში „ბუბა მარასთან“ გამართა და 1:4 დამარცხდა.
ბოსნიის ქალაქ კაზინიში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე საქართველოს ჩემპიონმა წინასწარი რაუნდის G ჯგუფის სასტარტო შეხვედრა კარგად დაიწყო და მე-18 წუთზე ჯანიკო გიორგიას გოლით დაწინაურდა.
„ბუბა მარამ“ წონასწორობა შესვენებამდე, მე-19 წუთზე აღადგინა, შემდეგ კი კიდევ სამი გოლის გატანა მოახერხა.
საქართველოს ჩემპიონი წინასწარი რაუნდის G ჯგუფის მეორე ტურში 28 აგვისტოს ირლანდიის ჩემპიონს, „ბლუ მეჯიქ დუბლინს“ დაუპირისპირდება.