საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების წევრებმა დევისის თასის III ჯგუფში სომხეთის ნაკრები 3:0 დაამარცხეს.
ჯერ გაიმართა ერთეულთა მატჩები – ალექსანდრე ბაკშიმ აშოტ მკრტიჩიანს 6:2, 6:0 სძლია, ხოლო საბა ფურცელაძემ სედრაკ ხაჩატრიანს 6:0, 6:2 აჯობა.
მესამე შეხვედრა წყვილებში გაიმართა: ფურცელაძე/ტყემალაძის დუეტმა ავეტისიანი/ნიკოღოსიანი 6:2; 6:3 დაამარცხა.
საქართველოსთან ერთად დევისის თასის III ჯგუფში მასპინძელი მონტენეგრო, სომხეთი, კვიპროსი, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მოლდოვა და ჩრდილოეთ მაკედონია თამაშობენ. წილისყრის შედეგებით, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა და კვიპროსს, სომხეთსა და ლიხტენშტეინს შეხვდება.
აღნიშნული 8 ნაკრებიდან 3 საუკეთესო (ჯგუფის საუკეთესოებს პლუს მეორეადგილოსნებს შორის გამარჯვებული) მეორე ჯგუფის პლეი ოფში მიიღებს მონაწილეობას, სამი გუნდი ისევ მესამე ჯგუფში დარჩება, ხოლო 2 უარესი ნაკრები მესამედან მეოთხე ლიგაში დაქვეითდება.