ფულის წვიმა მაყურებლის მოსაზიდად (ვიდეო)
ფულის წვიმა მაყურებლის მოსაზიდად (ვიდეო)

ამერიკულმა კლუბმა „ლას ვეგას ლაითსმა“ მაყურებლის მოზიდვა ფულის წვიმით სცადა.

საქმე იმაშია, რომ კლუბი ამერიკის რანგით მეორე საფეხბურთო ლიგაში, USL-შ თამაშობს და მატჩებზე სტადიონის ტრიბუნების შევსებას ვერ ახერხებდა.

ამ პრობლემის მოგვარება „ლას ვეგას ლაითსის“ დირექტორატმა ორიგინალური ხერხით სცადა – მათ ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრებისათვის საფეხბურთო მატჩის შესვენებისას ვერტმფრენიდან ფული გადაყარეს.

მართალია, თანხა სულ რაღაც ხუთი ათასი დოლარი იყო, მაგრამ ამ აქციამ სტადიონზე გულშემატკივარი მიიზიდა და სავარაუდოდ, „ლას ვეგას ლაითსმა“ ბევრად მეტი მოიგო, ვიდრე დახარჯა.