„ფულჰემმა“ კლაუდიო რანიერი დაითხოვა
„ფულჰემმა“ კლაუდიო რანიერი დაითხოვა

იტალიელი სპეციალისტი, კლაუდიო რანიერი ​„ფულჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლეს, – წერს ლონდონური კლუბის ოფიციალური “ტვიტერი“. ის ამ გუნდში 2018 წლის 14 ნოემბრიდან მუშაობდა. დროებით მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად სკოტ პარკერი დაინიშნა.

ფულჰემი“ პრემიერლიგის 28 ტურის შემდეგ, მე-19 ადგილზეა და გადამრჩენ მე-17 პოზიციას ათი ქულა აშორებს.

2016 წელს, რანიერიმ „ლესტერს“ ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა. ამ გუნდში ორი დღის წინ ასევე შეიცვალა მწვრთნელი – კლოდ პუელის ნაცვლად ბრენდან როჯერსი მივიდა.