ფრიდრიხ მერცი – ტრამპი სულ უფრო სკეპტიკური და კრიტიკული ხდება, ევროპაში რუსეთ-უკრაინის ომის შეფასებასთან დაკავშირებით დიდი თანხვედრაა, მჯერა, აშშ-ის პრეზიდენტი ამას უახლოვდება

12:16, 28.06.2025

ევროპაში რუსეთ-უკრაინის ომის შეფასებასთან დაკავშირებით დიდი თანხვედრაა, მჯერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ შეფასებას უახლოვდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

მერცს ჟურნალისტმა ჰკითხა: ფიქრობს თუ არა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინისგან დისტანცირებას ახდენს?

როგორც გერმანიის კანცლერმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ტრამპი სულ უფრო სკეპტიკური და კრიტიკული ხდება.

„აშშ-ის პრეზიდენტი სულ უფრო სკეპტიკური და კრიტიკული ხდება. ეს პროცესია. ევროპაში ამ ომის შეფასებასთან დაკავშირებით დიდი თანხვედრაა. მე მჯერა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ შეფასებას უახლოვდება“, – განაცხადა მერცმა.

ამასთან, მერცმა აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრებს არ გეგმავს.

მსგავსი