ფრიდრიხ მერცი - გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, პიტერ მაგიარ, მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ძლიერი, უსაფრთხო და ერთიანი ევროპისთვის
პარტია „ტისას“ ლიდერს, პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.
„უნგრეთმა გადაწყვეტილება მიიღო. გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, ძვირფასო პიტერ მაგიარ. მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ძლიერი, უსაფრთხო და, უპირველეს ყოვლისა, ერთიანი ევროპისთვის“, – წერს მერცი სოციალურ ქსელ „იქსზე“.
ცნობისთვის, ხმათა ნახევარზე მეტის დათვლის შემდეგ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისა“ ლიდერობს.