ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტს აორმაგებს – „ამას ვაკეთებთ, როგორც ევროკავშირის უდიდესი წევრი სახელმწიფო, რომელსაც ევროპაში პასუხისმგებლობა გვაკისრია“
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტს აორმაგებს. მისივე თქმით, ეს არის უდიდესი ძალისხმევა, რაც კი ოდესმე გაწეულა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.
მერცი თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებს გამოეხმაურა.
„ამას ვაკეთებთ, როგორც ევროკავშირის უდიდესი წევრი სახელმწიფო, რომელსაც ევროპაში პასუხისმგებლობა გვაკისრია“, – განაცხადა მერცმა.
მანამდე ტრამპმა თავის სოციალურ მედიაპლატფორმაზე დაწერა, რომ შეერთებული შტატებისთვის აბსურდულია ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ცალმხრივი ურთიერთობის გაგრძელება. ტრამპმა სოციალურ წსელში ასევე დაწერა, რომ გერმანიის ხარჯები „2014-2025 წლებში გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე აშშ-ის ან ნატო-ს სხვა მოკავშირეების“.
ცნობისთვის, მომავალ კვირას თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ნატო-ს ლიდერების, მათ შორის ტრამპის შეხვედრაა დაგეგმილი.