დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის აბსურდულია ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ცალმხრივი ურთიერთობის გაგრძელება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატებისთვის აბსურდულია ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ცალმხრივი ურთიერთობის გაგრძელება.
აშშ-ის პრეზიდენტმა შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. განცხადებას თან ერთვის დიაგრამა, სადაც ნატო-ში ალიანსის წევრი ქვეყნების ფინანსური წვლილია ნაჩვენები, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის დანახარჯები სხვა წევრ სახელმწიფოებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია.
„აშშ-ისთვის აბსურდულია ამ ცალმხრივი გზის გაგრძელება, როდესაც ურთიერთობა ორმხრივი არ არის. ისინი ჩვენ გვერდით არ ყოფილან“, – წერს ტრამპი.