ფრიდონ ინჯია - მეორე ტურზე ბეწვის ხიდზე გავიდა ჩვენი ქვეყანა, ყოველმხრივ რომ არ გაგრძელებულიყო ის, რისი გაკეთებაც უნდოდათ ვიღაცებს, ქვეყნის მოღალატე ვინცაა, უნდა იყოს ციხეში
მეორე ტურზე ბეწვის ხიდზე გავიდა ჩვენი ქვეყანა, ყოველმხრივ რომ არ გაგრძელებულიყო ის, რისი გაკეთებაც უნდოდათ ვიღაცებს, ქვეყნის მოღალატე ვინცაა, უნდა იყოს ციხეში, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის სხდომაზე.
ინჯიამ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მათი პარტიიდან – „ევროპელი სოციალისტებიდან“ ხუთი დეპუტატი გავიდა.
„დამთავრდა ეს მეორე ტურიც და პირველ რიგში, მინდა, ჩვენს ამომრჩევლებს მადლობა გადავუხადო, მადლობა გადავუხადო ჩვენს დეპუტატებს, რომლებიც არჩეული არიან „ევროპელი სოციალისტების“ მხრიდან. მადლობა მინდა, ვუთხრა პოლიტსაბჭოს წევრებს, ჩემს კოლეგებს იმ შრომისათვის, რაც მათ გასწიეს იმისათვის, რომ ხუთი დეპუტატი გასულიყო, ეს კი პარტიისთვის, რომელიც რამოდენიმე თვეა შეიქმნა, არც ისე ცოტაა. ამ დროს ეს ყველაფერი ხდებოდა დაფინანსების გარეშე, პრაქტიკულად საეთერო დროის გარეშე. ბევრი ტექნიკური პრობლემაც იყო, მათ შორის კანონით რაც გვეკუთვნოდა, პარლამენტიდან ვერ მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ კახა კუჭავასთან რამდენჯერმე ვიყავით. იმედია, ყველაფერი გამოსწორდება.
თვითონ ამ მეორე ტურზე, უნდა გითხრათ, რომ ბეწვის ხიდზე გავიდა ჩვენი ქვეყანა, ახლა ყოველმხრივ რომ არ გაგრძელებულიყო ის, რისი გაკეთებაც უნდოდათ ვიღაცებს. იმედია, რომ შესაბამის დასკვნებს გააკეთებს მმართველი პარტია და გააკეთებს ისე, რომ ეს იყოს უმტკივნეულო პირველ რიგში მოსახლეობისთვის, მაგრამ ამავდროულად, ქურდი და დამნაშავე, ქვეყნის მოღალატე ვინცაა, ის უნდა იყოს ციხეში, ისე უნდა იყოს იმ ადგილას, სადაც ეკუთვნის. თუ ასე არ იქნება და სამართლიანობა არ აღდგება, ძალიან მძიმე პერიოდი გველოდება წინ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.